საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა 2015 წელს საფუძველი ჩაუყარა საგანმანათლებლო პროექტს „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“. მიმდინარე სასწავლო წელს ის ჩვეული ფორმატით, „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური კონკურსის სახით გაიმართა. წლევანდელი კონკურსი ეძღვნება 1924 წლის ანტისაბჭოთა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების 100 წლისთავს. პროექტში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის VIII-XI კლასის მოსწავლეებმა.