მენიუ დახურვა

დედამიწის დღე

დედამიწის დღე   ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.

ფოთის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში ბევრი საინტერესო და შემეცნებითი აქტივობა ჩატარდა:

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები, პლაკატები და პოსტერები.

VIა კლასის მოსწავეებმა დაასუფთავეს შავი ზღვის სანაპირო ზოლი.

VIბ კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პოსტერები და მონაწილეობა მიიღეს კოლხეთის ეროვნულ პარკში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაში. ეროვნული პარკის თანამშრომლებმა მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია და გააცნეს საფრთხეები, რომლებიც დედამიწას ემუქრება.

VIII კლასის მოსწავლეებმა ცნობიერების ამაღლების მიზნით შექმნეს ბუკლეტები და დაურიგეს მოქალაქეებს.

IX კლასის მოსწავლეებმა  განახორციელეს საინტერესო აქტივობა თემაზე  „გადავაჩინოთ ეს დედამიწა, ჩვენი საერთო ლამაზი სახლი!“