მენიუ დახურვა

მისია/მიზანი

შპს ფოთის ფიზიკა-მათემაკის სკოლის

მისია/მიზანი

სკოლის მისია

შპს ,,ფოთის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის“ მისიაა საგანმანათლებლო საქმიანობა წარმართოს  ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნის შესაბამისად,შეუქმნას მოსწავლეებს ჯანსაღი, თავისუფალი შემოქმედებითი და უსაფრთხო სასკოლო გარემო,ხელი შეუწყოს  მათ საკუთარი შესაძლებლობების,ინდივიდუალური მიდრეკილებებისა და  ინტერესების გამოვლენა-განვითარებაში, სწავლების სამივე  საფეხურზე, სწავლა-სწავლების სათანადო პირობების შექმნა,რაც დაეხმარება მათ მომავალი განვითარების გზის სწორად არჩევაში, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების : ფიზიკა-მათემატიკის და უცხოური ენების გაძლიერებული სწავლება, დაეხმაროს მოსწავლეებს შემოქმედ,წარმატებულ პიროვნებად ფორმირებაში; კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობითი უნარებისა და თვითმყოფადობის განვითარებაში, მომავალი გზის სწორად არჩევასა და ტოლერანტული, საკუთარი და სხვისი უფლებების დამცველ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში.

დაწყებითი საფეხურის მისია:

  1. საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა;
  2. საბაზისო უნარების – წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა;
  3. სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის.

საბაზო საფეხურის მისია:

საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის.

საშუალო საფეხურის მისიაა:

  1. საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება;
  2. მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად.

სკოლის მიზანი

  • დასახული მიზნების რეალიზება;
  • ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად, ცოდნის, როგორც მნიშვნელოვანი რესურსის გამოყენება;
  • საკუთარი ინდივიდუალურობის, ნიჭისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა;
  • სასწავლო-შემეცნებით და სოციალურ პროექტებში მონაწილეობა;
  • თავისუფალი დროის სწორი ორგანიზაცია, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;
  • მოსწავლის ფსიქოლოგიური კომფორტი, პირადი უსაფრთხოება, სასკოლო ცხოვრების წესის დაცვა;
  • განათლების მაღალი აკადემიური დონე.