მენიუ დახურვა

ევროკომისიის პროგრამა eTwining

პირველი საერთაშორისო პროექტი ჩვენს სკოლაში!

ინგლისურის ენის მასწავლებელმა მაკა კორსანტიამ  VI კლასის მოსწავლეები ჩართო “eTwinning”-ში, რომლის პარტნიორი ქვეყნებია: საქართველო, იტალია, საბერძნეთი, რუმინეთი, უკრაინა და სლოვაკეთი.

ევროკომისიის პროგრამა eTwining-ი გულისხმობს მასწავლებლების პროფესიულ განვითარებასა და მოსწავლეების საერთაშორისო პროექტებში ჩართვას. პროგრამის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სკოლები მსოფლიოს მასშტაბით ონლაინ რეჟიმში თანამშრომლობენ. პროგრამა მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომას ეყრდნობა და ხელს უწყობს მოსწავლეებში 21-ე საუკუნისათვის საჭირო უნარების განვითარებას, როგორიცაა შემოქმედებითობა, კრიტიკული აზროვნება და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული უნარები. მოსწავლეებს შეუძლიათ თავიანთი ნამუშევრის გაზიარება, მოსწავლეებთან და კოლეგებთან კომუნიკაცია, როგორც ეროვნულ, ასევე ევროპულ დონეზე.

ჩვენი სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტის პირველი აქტივობა “Easter Cards” სააღდგომო მისალოცი ბარათების შექმნა, რომლის მიზნებია: I.დადგენა, თუ როგორ აღნიშნავენ აღდგომას სხვა ქვეყნებში.

ll. სააღდგომო წეს-ჩვეულებებში განსხვავებების ან/და მსგავსების აღმოჩენა.

III. განუვითარდეთ შემოქმედებითი უნარი

IV. ისწავლონ ინგლისური ენა, რომელიც ისწავლება როგორც უცხო ენა პარტნიორ სკოლებში.

V. ინგლისური ენის გამოყენება რეალურ ცხოვრებაში.

ისინი უკვე ამზადებენ კონვერტებს და უახლოეს მომავალში იტალიისა და სლოვაკეთის სკოლის მოსწავლეებს მიულოცავენ აღდგომის დღესასწაულს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ საპასუხო ბარათებს გამოუგზავნიან მეგობარი ქვეყნის მოსწავლეებიც. მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ პროექტული მუშაობა/სწავლება და მზად არიან მომავალშიც აქტიურად ჩაერთონ მსგავსი ტიპის პროექტებში. გვინდა საჯაროდ გადავუხადოთ მადლობა მაკა მასწავლებელს დაუღალავი შრომისთვის!