მენიუ დახურვა

გილოცავთ პირველი კლასის წარმატებით დასრულებას!

ჩვენო საყვარელო პატარებო, გილოცავთ პირველი კლასის წარმატებით დასრულებას! ეს ერთი წელი გაფრინდა, როგორც ერთი დღე. სკოლას ავსებდით და ალამაზებდით თქვენი გულწრფელი ჟივილ-ხივილით! ეს მხოლოდ დასაწყისი იყო! თქვენ არა მხოლოდ მოიპოვეთ საჭირო ცოდნა, არამედ იპოვეთ ნამდვილი მეგობრები. გპირდებით, მომავალში უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი დღეები გელით! ახლა სკოლა გიხსნით ახალ ჰორიზონტს და თქვენ უნდა მიიღოთ ახალი ცოდნა, რომელიც საშუალებას მოგცემთ გახდეთ პატივსაცემი და განათლებული ადამიანები ჩვენს საზოგადოებაში. ❤️გისურვებთ თქვენი სურვილებისა და ოცნებების ახდენას, წარმატებებს სწავლაში, საინტერესო და ხალისიან ზაფხულის ცხელ დღეებს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *