მენიუ დახურვა

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

აფხაზეთის ომის დასრულების 29 წლისთავთან დაკავშირებით შპს ფოთის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეებმა გაიხსენეს მოძმეთა შორის სისხლისღვრა. 27 სექტემბერი  – დღე, როდესაც სოხუმი წაგვართვეს, მაგრამ დროებით… მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ აფხაზეთი საქართველოს დიდი ტკივილია, სულის ტკივილი… ღია ჭრილობა, რომელიც არასდროს მოშუშდება. ისტორიის მასწავლებელმა მარიკა წოწონავამ, გაიხსენა როგორ გამოიარა პაწაწინა გოგონამ  ჭუბერის ურთულესი გზა და თავისი განცდები გაუზიარა მოსწავლეებს. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქრისტინე ბოჯგუამ ისაუბრა, თუ როგორი მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ აფხაზეთი… აფხაზეთი ხომ საქართველოა. მოსწავლეებს წაუკითხა სკოლის კურსდამთავრებულის ნინა ქორქიას ჩანახატი თემაზე: „დავდივარ, მახსოვს და მენატრება!“   შეხვედრამ ცრემლების გარეშე ვერ ჩაიარა. „ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს!“ – ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა.

2 Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *