მენიუ დახურვა

25 თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის დღე

25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტის მიერ ინიცირებულ კონკურსში ,,თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი!“
მოსწავლეთა ნამუშევრები გაზიარდა ელექტრონულ სივრცეში. თსუ-საბავშვო უნივერსიტეტის საორგანიზაციო ჯგუფმა შეაფასა საკონკურსო ესეები და გამოავლინა საუკეთესო ავტორები. 
აუკეთესო ავტორთა შორის არის ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნათია გეგეჭკორი (პედაგოგი-სალომე კვატიძე), რომელმაც III ადგილი დაიკავა. 
მადლობას ვუხდით კონკურსში ჩართულ მოსწავლეს და მასწავლებელს,  ვუსურვებთ მათ შემდგომ წარმატებებს!
 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *