2017 წლის 16 იანვარს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა.
საბჭოს გადაწყვეტილებით „ფოთის ფიზიკა-მათემატიკის სკოლას“ მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია, რის საფუძველზეც სკოლა უფლებამოსილია განახორციელოს მოსწავლეთა მიღება ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე.
ამ მოვლენას სკოლის დირექცია ულოცავს ყველა თანამშრომელს.