სკოლის მისია
აღზარდოს თანამედროვე ცოდნითა და ეროვნული თვითშეგნებით აღჭურვილი შემოქმედი მოქალაქე, რომელიც წარმატებული იქნება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. თითოეულ მოსწავლეში აღმოაჩინოს განსაკუთრებული უნარები, გააღვივოს მათში შემოქმედებითი აზროვნება.
სკოლის ხედვა
ახლო მომავალში სკოლა თავს ხედავს, როგორც სამეგრელოს რეგიონში ერთ-ერთ წარმატებულ კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც უპასუხებს XXI საუკუნის გამოწვევებს სწავლა-სწავლების პროცესის ინოვაციურობით და STEAM-ის საგნების გაძლიერებული სწავლებით.
სკოლის ღირებულებები
სკოლა მოქმედებს განათლების სფეროში აღიარებული ღირებულებებით:
- პროფესიონალიზმი
- კრეატიულობისა და ინოვაციურობის წახალისება
- ღიაობა და გამჭვირვალობა
- გუნდურობა და პასუხისმგებლობა;
- ბავშვთა უფლებების დაცვა
- ტოლერანტობა
- ჯანსაღი ცხოვრება
- უსაფრთხოება
- ჰუმანიზმი და პატრიოტიზმი