27 ოქტომბერი – აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის მსოფლიო დღეა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მასშტაბით, 35-ედ აღინიშნება. ეს დღე 1983 წელს, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცის (UNESCO) ინიციატივით დაფუძნდა.
ქალაქ ფოთის, კულტურისა და სპორტის სამსახური ამ დღეს შუერთდა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტით „მემკვიდრეობა და განათლება“. ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთნენ სხვადასხვა სახის აქტივობებში, კერძოდ: მოეწყო ფოტოგამოფენა – „თაობები ერთ სივრცეში“, სადაც მოსწავლეებმა მოიტანეს მათი დიდი წინაპრების ოჯახური შავ-თეთრი ფოტოები.








