მენიუ დახურვა

იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩვენს სკოლაში

იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩვენს სკოლაში გაიმართა არაერთი საინტერესო და შემოქმედებითი ღონისძიება.

მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მთავარი ეტაპები, წარმოადგინეს პრეზენტაციები მისი შემოქმედებისა და საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ.

ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა მრავალფეროვანი აქტივობები: „ჯადოსნური სიტყვები“, „დიდი იაკობი“, „ანბანის შემობრძანება“, „გზა იაკობისაკენ“, ინტერაქტიული გამოფენა „თუ იაკობ გოგებაშვილი დღეს იცოცხლებდა“, ლეგენდა „აი-ია“-ს აღმოჩენის შესახებ და შემოქმედებითი პროექტი „მოგზაურობა იაკობის სიტყვებში“.

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა განსაკუთრებული შთაგონებით მორთეს საკლასო ოთახები, განასახიერეს პერსონაჟები იაკობ გოგებაშვილის მოთხრობებიდან, წაიკითხეს ლექსები, მოთხრობები და ფრაგმენტები წიგნიდან დედა ენა. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთებისა და წიგნიერების სიყვარულის გაღრმავებას.