ძვირფასო ბავშვებო, პატივცემულო მასწავლებლებო, მშობლებო და სკოლის გულშემატკივარო მეგობრებო!
დასრულდა კიდევ ერთი სასწავლო წელი — ერთგულების, შრომისა და თანადგომის წელი. ამ გზაზე ყველა თქვენგანმა დიდი ძალისხმევა გაიღო და ეს გზა თითოეული თქვენგანისთვის სავსე იყო ახალ ცოდნით, გამოცდილებით და გამარჯვებებით.
პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ბავშვებს — თქვენ იყავით ამ წლის მთავარი გმირები. თითოეულმა თქვენგანმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მომავლისაკენ და დაამტკიცა, რომ მიზნისკენ სწრაფვა და შრომა ყოველთვის ფასდება.
დიდი მადლობა ჩვენს მასწავლებლებს — თქვენს მოთმინებას, გულმოდგინებას და სიყვარულს ვერაფერი შეედრება. თქვენ ქმნით მომავლის ადამიანებს, აზროვნებასა და ღირებულებებს.
მადლობა მშობლებს — თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.
დღეს კიდევ ერთი ფურცელი გადაიფურცლება ჩვენი სკოლის ისტორიაში. წინ გელით დამსახურებული ზაფხული, რომელიც აუცილებლად სიხარულითა და თავგადასავლებით იქნება სავსე. ვისურვებ, რომ ეს დასვენება იყოს ნაყოფიერი და სასიამოვნო, რათა ახალი სასწავლო წელი კვლავ სავსე ძალებით, ენთუზიაზმით და მოტივაციით დავიწყოთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და დიდი წარმატებებს მომავალშიც!
მადლობა ყველას და სასიამოვნო არდადეგებს გისურვებთ!