მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბის ორგანიზებით ჩატარდა მონოლოგების კონკურსი ,,8 წუთი – 8 ამბავი”, რომლის გამარჯვებული გახდა ჩვენი სკოლის XI კლასის მოსწავლე, მართა წულაია.
12 მაისს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიმართა მონოლოგების საღამო, 8 მოსწავლემ აუდიტორიას გაუზიარა თავისი შეხედულებები თემაზე: ,,საქართველო ევროპულ გზაზე”.
საღამოს დასასრულს კონკურსის ორგანიზატორმა, მაია მენაბდემ, მონაწილეებსა და მათ პედაგოგებს გადასცა სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.