მენიუ დახურვა

მოსწავლეთა მიღება 2020-2021 სასწავლო წლისათვის

ფოთის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას

2020-2021 სასწავლო წლისათვის.

(სკოლაში მოსწავლეთა  რაოდენობის გათვალისწინებით, მისაღები კონტიგენტი შეზღუდულია)

სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა ხორციელდება გასაუბრების საფუძველზე.
• საბუთები მიიღება 25 ივნისამდე
• გასაუბრება და ჩარიცხვა მოხდება 25 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით
კლასში მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრება 12 ბავშვის ოდენობით.
სკოლაში მოქმედებს გახანგრძლივებული ჯგუფები 9 საათიდან საღამოს 19 საათამდე. ჯგუფში მასწავლებლის ზედამხედველობით მოსწავლე დამოუკიდებლად ასრულებს მეორე დღის დავალებებს.
რაც შეეხება კვებას, გახანგრძლივებული ჯგუფის მოსწავლეები უზრუნველყოფილი იქნებიან ერთჯერადი კვებით (სადილი).
სურვილის შემთხვევაში სკოლის მოსწავლეებს მოემსახურებათ მიკროავტობუსი.
სკოლაში მოქმედებს სხვადასხვა წრე.
ფოთის ფიზიკა მათემატიკის სკოლაში სწავლა ფასიანია.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
სკოლის დერექციას,
ფოთი, დ. აღმაშენებლის ქ. N 10
ტელეფონი (მობ.) 599 16 48 71; 577 64 76 25; 577 12 25 63; 595 45 14 14
ფოსტა: skola-mn@mail.ru
ვებ-გვერდი: potischool.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *