მენიუ დახურვა

ფოთის ფიზიკა მათემატიკის სკოლაში ს ი ა ხ ლ ე ა!!!

ფოთის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობდა სხვადასხვა სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის „საშინაო სკოლის“ პროგრამა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, რამაც გადაგვაწყვეტინა, რომ ამ პროგრამის სიკეთით სარგებლობის შესაძლებლობა უფრო მეტი მოსწავლისთვის მიგვეცა. „საშინაო სკოლის“ მიზანია დაწყებითი კლასების მოსწავლეთა არასაგაკვეთილო დროის ოპტიმალური მართვა, რაც გულისხმობს: გაკვეთილებისა და საშინაო დავალებების მომზადებას, ამასთანავე სახალისო თამაშებითა და შემეცნებითი აქტივობებით მოსწავლეთა უნარ-ჩვევების გაღრმავებას.
1 ოქტომბრიდან ველოდებით მსურველებს საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ საღამოს 6 საათამდე (მოსწავლეები უზრუნველყოფილი იქნებიან სადილით).
ჩვენ ვიზრუნებთ თქვენი შვილების წარმატებაზე!!!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *