29 ნოემბერს, ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში ჩატარდა რიგით მეორე სასკოლო ოლიმპიადა მათემატიკაში.პირველი ადგილი წილად ხვდა გუნდ “პითაგორას”, ხოლო საუკეთესო გუნდის კაპიტნად დასახელდა V კლასის მოსწავლე ელენე ჩხარტიშვილი. გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო სერთიფიკატები. ოლიმპიადის ორგანიზატორი გახლდათ ჩვენი სკოლის მათემატიკის პედაგოგი, უფროსი მასწავლებელი გიორგი პერანიძე.